სადახლოზე ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო”, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის რ.ნ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას 6-ცალი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონის კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიექიმი – რუსთავის 22-ე სკოლის მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიამაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა