სადახლოზე 11 460.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მცენარეები ამოიღეს

სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე 10 095 ცალი სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩინეს – არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 460.5 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით, 11 460.5 ლარით დაჯარიმდა.

ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 095 ცალი, სხვადასხვა ჯიშის მცენარე აღმოაჩინეს” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბათუ ქუთელია – ვხედავთ პრიორიტეტების გადანაცვლებას ავტორიტარიზმისკენ
შემდეგი სტატიასოფელ უდიდან მეწყრის საფრთხის გამო რამდენიმე ოჯახის გასახლებაა საჭირო