სადაც ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს, დანაშაულის დამფარავი იქნება თუ მკვლელი იქნება, რომ გაათავისუფლონ – სარალიძე

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ხორავას ქუჩის მკვლელობაზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები დღეს გათავისუფლდნენ.

ზაზა სარალიძის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს.

„გონივრული ეჭვი მაქვს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ ზაზა სარალიძე წყობიდან გამოიყვანონ, მაგრამ ვერა. მე კანონით მივყვები და მოვსპობ შერჩევით სამართალს. იმის მერე, რაც მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტებად გამოგვაცხადეს, დღევანდელი ფაქტი არ გამკვირვებია. უკან დახევას არ ვაპირებ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე, მაჩალიკაშვილი და კილაძე დიდი საფრთხის ქვეშ ვართ, სახელმფწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას, სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძლებასდა მჭირდება ხალხი გევრდზე, ერთხელ და სამუდაოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. გთხოვთ, გავერთიანდეთ ყველა”,-განაცხადა ზაზა სარალიძემ ბრიფინგზე.

ზაზა სარალიძის თქმით, მას არ უკვირს სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც მაჩალიკაშვილთან და ელისო კილაძესთან ერთად სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი ჩაუშალეს.

“სადაც ტერორისტად გამომაცხადეს, რატომ უნდა მიკვირდეს, მაგალითად, ჩემი შვილის მკვლელები, დანაშაულის დამფარავი იქნება თუ მკვლელი იქნება, რომ გაათავისუფლონ სასჯელიდან,” – განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირი, მათ შორის თენგიზ კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კალანდიას, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.-ს მამაა, 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო, ხოლო დანარჩენ ორ დაკავებულს 3-3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს. სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტების საყურადღებოდ : ზაზა სარალიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, შეაფასოს, იყო თუ არა სწორი ნინო გვენეტაძის წარდგენა