„სადაც სულიერი ძალა ეკარგება ადამიანს, იქ გადადის ფიზიკურ ძალაზე…“ – პეტრე ცაავა იაკობ იაკობაშვილზე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადებით, როდესაც ადამიანს სულიერი ძალა ეკარგება ის ფიზიკურ ძალაზე გადადის. აღნიშნული მეუფე პეტრემ პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც განაცხადა, რომ გასაკეთებელს გააკეთებს და პატრიარქის ღირსების შელახვას არავის აპატიებს:

„სამწუხაროა და ძალიან არასერიოზული მეუფის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ესეც. სადაც სულიერი ძალა ეკარგება ადამიანს, იქ გადადის ფიზიკურ ძალაზე, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი მითი უნდა დაიმსხვრეს. ადრე, როცა მეც გულუბრყვილოდ მინდოდა დამეჯერებინა, რომ პატრიარქმა თითქოს რაღაც არ იცის, არ არის ბოლომდე ინფორმირებული და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც უწმინდესს საბედისწერო ოპერაციაზე შესვლამდე უთხრეს, დაკავებულია დეკანოზი მამალაძეო, მისი უახლოესი პიროვენბა და გარემოცვა იყო, თქვენს მოსაკლავად მოდიოდაო, მაშინ, როდესაც პროკურატურას უკვე ბრალი ჰქონდა წაყენებული მდივან-რეფერენტზე, უკვე მე ვერ დავიჯერებ, რომ მან რაღაც არ იცის. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ 27 დეკემბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სინოდზე არ იქნა განხილული ე.წ. ციანიდის საქმე, რის გამოც მასში „მწყემსი კეთეილის მითი“ პატრიარქთან მიმართებით დაიმსხვრა. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა ქორეპისკოპოსის განცხადება.

წყარო:NEW POSTS

banner
წინა სტატიაშიბიზნესომბუდსმენი – მთავრობამ თამბაქოს აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა უნდა წარადგინოს
შემდეგი სტატია,,მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვის შეჩერება „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშ”ვილი, ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები დგანან”