15.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სადაც მათე დევიძე დააკავეს, იმ ადგილზე ქოცების ოფისი ვერ იარსებებს – სინდისის პატიმრების ერთობლივი განცხადება

38-ე საკანში მყოფი მინდია შერვაშიძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და რეზო კიკნაძე 
ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ: 

“სადაც მათე დევიძე დააკავეს იმ ადგილზე ქოცების ოფისი ვერ იარსებებს.
ყველაზე მეტად მაშინ ვგიჟდებით ხოლმე როცა იმას ვხედავთ,რაც გუშინ იმ უხსენებლის ოფისთან ხდებოდა. მაგ ბრძოლაში ჩვენც უნდა ვიყოთ და იმ დარტყმებს ჩვენც უნდა ვიღებდეთ,მაგრამ ხელფეხი გვაქვს აქ შეკრული ეგ არის ყველაზე აუტანელი ჩვენი კარადებიც და კედლებიც მაგ დროს ილეწება ანუ როცა ბრაზი პიკს აღწევს, კვადრატშია გამოკეტილი და სხვა გასაქანი არ გვაქვს ჯერჯერობით.

არ მგონია 15 თვე გაძლოს მაგ ოფისმა თორე 15 თვეში როცა გამოვიდოდით ჩვენვე მივხედავდით და ფეხებზეც გვკიდია ნებისმიერი სასჯელი აწი როცა საქმე ქვეყანას და მის ხალხს ეხება.

ჩვენო თანამებრძოლებო, ყოველ საღამოს მაგ ოფისთან უნდა ვიდგეთ. საბრძოლო მზადყოფნაში,თუნდაც ჯოხებით, ისინი თუ იკაზმებიან,ჩვენც აღვიჭურვოთ რადგან სიკვდილისთვის გვიმეტებენ და ჩვენ თავდაცვის მიზნით წინააღმდეგობა გავუწიოთ. მათ დაიწყეს ,მათ გამოგვიწვიეს და უნდა ნახონ ჩვენი ძალაც, უნდა გაეცეს პასუხი თან პოლიციის ვითომ პოლიციის უკან მყოფები კიდე ბოთლებს რომ ისროდნენ და რეაქცია არ ჰქონიათ კანონის ვითომ დამცველებს და გელა ჯეკა გელაძის მონებს.

ბევრნი გადით და სხვებიც თან გაიყოლეთ, არ მისცეთ ფუნქციონირების უფლება მაგ პროვოკაციის ბუდეს,დალეწეთ აღგავეთ პირისაგან მიწისა, ოფისიც და ყველა ორკიც ვინც იქაა. ტიტუშკა ტიტუშკურ პასუხს იმსახურებს, არანაირი კომპრომისი, არანაირი გაჩერება, დასალეწი უნდა დაილეწოს, ჰუმანურობის და მეორე ლოყის მიშვერის დრო დიდი ხანია დასრულდა.

2 წელზე მეტია პროტესტი მშვიდობიანად, ცეკვა-სიმღერით მიდიოდა. ეხლა მშვიდობიანი დროშების რევოლუცია 4 ოქტომბერს გარდაუვალია. ქოცებო, ოლე-ოლა თქვენი დასრულების დროა. მეტი მართლა რაღა უნდა მოხდეს, ასეთ კადრებს როცა უყურებთ? სახლში რა გაჩერებთ ბიჭებო? გამოდით ბევრნი რომ ვეღარ გაბედონ რაც გაბედეს გამოდით და დაიცავით გოგოები, დაიცავით ქვეყანა!

დროშასაც კი არ ინდობენ, დროშიანებს ურტყამდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ. ყველა იმ ტიტუშკის სახელი და გვარი უნდა დაიდოს ვინც გუშინ კალაძისგან აღებული ფულის სანაცვლოდ ქართველებს ცემდა, არა არა და არა, არ გავჩუმდებით, არ გავჩერდებით, არცერთმა ქოცმა არ უნდა იგრძნოს სრულფასოვან მოქალაქედ თავი, დაინახავთ? გაატარე მაგრამ თუ გამოგიწვიათ ისე მოეპყარით, როგორც გუშინ თავად გეპყრობოდნენ, ქოცი ანუ სამშობლოს მოღალატე, გამყიდველი ქუჩაში თავისუფლად ვერ უნდა გადაადგილდებოდეს, უნდა რცხვენოდეს, უნდა ეშინოდეს დისკომფორტი უნდა ექმნდებოდეს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე მათ თვალწინ მომხდარი ძალადობის, უფრო სწორად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებული ძალადობის მერეც რომ არ დააკავეს „პოლიციელებმა“?

ამ დროს მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოხშუა ხელის კვრის გამო ციხეში არიან, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ანუ მე ჰაერში ფეიერვერკი ვისროლე და 2 წელი მომისაჯეს, რეზო კიკნაძემ კარდონი ისროლა და 2 წელი მიუსაჯეს. ჩვენ თუ ციხეში ვართ ეს მხეცები რანაირად უნდა იყვნენ გარეთ? აი ეს არის ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა 225 მუხლით რომლითაც გვასამართლებდნენ ჩვენ და 9 თვე ამ მუხლს გვედავებოდნენ.

დააპირისპირეთ ჩვენი და მათი ვიდეოები ერთმანეთს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და გვითხარით ციხეში ვინ უნდა იჯდეს. ჩვენი თხოვნაა დღეს, ხვალ და ყოველ საღამოს გახვიდეთ იქ, ოღონდ გახვიდეთ იმ განწყობით, რომ ის ოფისი მეორე დღეს იქ აღარ იყოს, მიდით ქოცებო! უფრო მეტად გაგვაბრაზეთ, აბა თქვენ იცით თანამებრძოლებო, არ შეშინდე, გაბრაზდი, გაბრაზდი და იბრძოლე, იბრძოლე და დაასრულე რუსული რეჟიმი,

ვინც ქალზე ხელს აწევს დაატეხეთ ის ხელები, ეს რაიმე არეულობის მოწოდება არ არის, ეს მოვალეობაა რომელიც ქართველ კაცს ევალება და ვინც არ გამოდიხართ იმათ ერთს გეტყვით, ციხეში მოხვედრის ან ჯარიმის ან ცემის კი არ შეგეშინდეთ,სახლში დარჩენის შეგრცხვეთ, იმ დროს როცა შენს მოქალაქეებს ცემენ და ქვეყანას გართმევენ, როცა გოგოებს სახეში ურტყამენ,თქვენ რა გასვენებთ რააა?

ყველა იმ კაცის დედა ვატირე ვინც ქალზე, მანდილოსანზე ხელს აწევს. ამ ტიტუშკების სახელები და გვარები და მისამართები შემოგვიგზავნეთ თუ შეძლებთ, განსაკუთრებით იმ ტლოპინა შლანგის, აი დუტის ჟილეტი რო ეცვა შავი ფერის და ე.წ. კასტეტით რომ ურტყამდა მოქალაქეს.

კიდე „აჯანყდი რუსულ რეჟიმზე’ სტიკერიც შემოგვიგზავენთ, იმ კარადაზე გვქონდა მიკრული რომელიც დავლეწეთ (შემთხვევით ბრაზისგან რათქმაუნდა). ამ ტექსტის ცენზურის დაცვით დაწერა იმაზე ბევრად რთული იყო ვიდრე შენ, რომელიც სახლში ზიხარ, ადგე და გარეთ გამოხვიდე.

ხალხის გვერდით დიქტატურის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, გამოდი!

პს: და აი ისევ ჟურნალისტებს ვხედავ რომლებიც თავის თავს საფრთხეში იგდებენ და ისევ და ისევ მადლობა თქვენ. ჩემი სოლიდარობა იმ ჟურნალისტს,რომელიც გუშინ დაზარალდა.


მიყვარხართ ყველა და ბრძოლა ბოლომდე!”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაშემოდგომო შოპინგისას დააგროვეთ მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის PLUS ბარათით
შემდეგი სტატიაპოლონეთში კამიკაძე-დრონების ორი ჯგუფი შეიჭრა, ისინი გამანადგურებლებმა ჩამოყარა