სადაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება ჩვეულებრივად – თენგიზ გუნავა ვანო მერაბიშვილზე

ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხესთან მეგობრები და ახლობლები ელოდებოდნენ.

“ევროპული საქართველოს” წევრის თენგიზ გუნავას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება.

“პირველ რიგში ვულოცავ მის ოჯახს, მის მეგობრებს ვანოს გათავისუფლებას. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, ის თვითონ იტყვის ბუნებრივია და თქვა კიდეც, რომ ახლო მომავალში ჩამოყალიბდება. მართალია ორივე მხარეს არის მისი სამეგობრო. ჩემთვის, პირადად, სადაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება ჩვეულებრივად.

არაფერია გამორიცხული, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენით, არ მგონია მერაბიშვილი ციხეში დააბრუნონ. ძაან დაზიანდება ეს ხელისუფლება,” – განაცხადა თენგიზ გუნავამ.

ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მივესალმები ვანოს თავისუფლებაზე ყოფნას, ვამაყობ მისი გაუტეხლობით
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულია