25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

“სადაა ის ხალხი, მიშას ზურგს ამოფარებულები სიებში რომ ეტენებოდნენ?”- ბარამიძე ენმ-ის რეფორმაზე

გია ბარამიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეული რეფორმირების ინიციატივით გამოდის და წარსულში საარჩევნო სიების შედგენის მანკიერ პრაქტიკას იხსენებს. მისი თქმით, პარტია უნდა გახდეს „სახალხო“, სადაც გადაწყვეტილებებს (მათ შორის სიებსა და ალიანსებზე) არა კულუარებში მყოფი პირები, არამედ სპეციალური ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით, საწევროს გადამხდელი რიგითი წევრები მიიღებენ.

გია ბარამიძე მიიჩნევს, რომ პარტიის გამოცოცხლებისთვის მხოლოდ ახალი სახეები საკმარისი არ არის და საჭიროა მართვის პრინციპების ძირეული ცვლილება, რათა გამოირიცხოს ის, რაც 2012 წლის შემდეგ ხდებოდა.

„სადაა ის ხალხი, 2012 წელს ენმ-ის საპარლამენტო სიებში რომ ეტენებოდნენ? იმ სიებს, მიშას ზურგს ამოფარებულები, ხან ვინ ადგენდა (არც მინდა მაგათი სახელის ხსენება), ხან ვინ! სად არიან ახლა ისინი? სწორი იყო მაშინ ეგ სისტემა? ცხადია, არა და ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს!“ — აცხადებს პოლიტიკოსი.

ბარამიძის გეგმით, რეფორმა, რომელიც პოლიტსაბჭომ უკვე დაამტკიცა, ოფიციალურად უნდა შევიდეს პარტიის წესდებაში:

  • 5-ლარიანი საწევრო: ათობით და ასობით ათასმა წევრმა ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს სიმბოლური საწევრო.

  • მართვა აპლიკაციით: დაცული ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით, რიგითი წევრები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, ალიანსებსა და საარჩევნო სიების ფორმირებაზე.

ბარამიძის თქმით, ეს რეფორმა პარტიას რეალურ ენთუზიაზმსა და ნდობას დაუბრუნებს.

banner
წინა სტატიაში“ენმ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობმა მართვა გადაიბაროს”- ბარამიძე ნანუკა ჟორჟოლიანის გუნდზე
შემდეგი სტატიარა არის საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემები ევროკავშირის ახალი კვლევით