სად შეგიძლიათ ვაქინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – ჩამონათვალი

13 აგვისტოდან, საქართველოს მასშტაბით რამდენიმემასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამუშავდა, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია:

თბილისში – ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში [სააკაძის მოედანი, კოსტავას 77]. ცენტრში ვაქცინაცია შესაძლებელია: “ფაიზერით”, “სინოვაკით”, “სინოფარმით”. ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე [დასვენების დღეების ჩათვლით] 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი [ვაჟა-ფშაველას გამზირი 33] – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე [დასვენების დღეების ჩათვლით] 09:00-დან 20:00-მდე.
“ექსპრეს მედიქალ სერვისი” თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი [ჯუმბერ ლეჟავას 22] – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე [დასვენების დღეების ჩათვლით] 10:00-სთ-დან – 17:30-მდე
მცხეთაში – მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში [მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9]. ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე [შაბათ-კვირის გარდა], 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე.

გარდა ამისა, ასეთი ამცრელი ცენტრები ასევე გაიხსნება, თბილისში – რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში, ქუთაისში – წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმში – ბათუმის უნივერსიტეტთან.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო – ყველა ეკლესია-მონასტერს კურთხევა ეძლევა, სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა