„სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე,არ მახსოვს”

თბილისის მერი კახა კალაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, უყურა თუ არა ფილმს, კალაძემ უპასუხა: „სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ამერიკელმა კონგრესმენება საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი
შემდეგი სტატიასამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი და სამართლიანი-შსს-ს ბრიფინგი