სად იმყოფებოდა ის და რა მოვალეობას ასრულებდა, ეს ბატონ ანზორს უნდა ჰკითხოთ – მდინარაძე

რატომ იმყოფებოდა სსდ-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად 20 ივნისის ღამეს და გასცემდა თუ არა ის ბრძანებებს- ამ კითხვაზე პასუხი მმართველ გუნდში არ აქვთ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. თუმცა მდინარაძე ჟურნალისტებს ურჩევს, კითხვაზე უნდა ყოფილიყო თუ არა კონკრეტულ ადგილას, ეს თავად ჩუბინიძეს ჰკითხონ.

„თუ ანზორ ჩუბინიძე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსია, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, მე არ ვიცი სად არის ეს ფოტო გადაღებული, ბატონი ანზორი ასრულებდა თავის სამსახურეობრივ საქმიანობას. სად და როგორ, სად იმყოფებოდა ის და რა მოვალეობას ასრულებდა ის, ეს ბატონ ანზორს უნდა ჰკითხოთ,“-ამბობს მმართველი გუნდის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე.

ფოტო „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. კადრში ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმის უკან დგას და თავადაც უჭირავს ხელში, ფარი. სავარაუდოდ ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს მითითებებსაც აძლევდა და თავადაც მონაწილეობდა დარბევის ოპერაციაში. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, ფაქტის შესწავლას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წინ კარავი გაიშალა – აქციის მონაწილეთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატიაოპოზიციამ მიზანს მიაღწია , გახარიას დარჩენა უფრო აწყობთ, ვიდრე მისი გადადგომა