სად იყავით მართლა უნამუსოებო, როდესაც შავგულიძე სისტემას ებრძოდა – ხოშტარია “ოცნების” დეპუტატებს მიმართავს

„მე მაინტერესებს მათიკაშვილ-ზარდიაშვილ, უბიოგრაფიო ან მძიმე ბიოგრაფიანი ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ სანდრო გირგვლიანის ხსენებას,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა.

ოპოზიციის წევრი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების იმ კომენტარებს გამოეხმაურა, რომელიც შალვა შავგულიძეს ეხებოდა. მმართველი გუნდის თქმით, შავგულიძე, რომელის სანდრო გირგვლიანის ადვოკატი იყო, დღეს ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას არ გამოხატავს და ის „ევროპული საქართველოს“ გვერდით დგას.

ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ ზოგიერთ დეპუტატს უნამუსო უწოდა.

„სად იყავით თქვენ მართლა უნამუსოებო, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას. ყველამ ხომ ვიცით, ხსენებას რისთვის, ვაჭრობა გარდაცვლილი ადამიანით, რისთვის, რომ ერთი ადგილი პარლამენტში არ შემოვიდეს წესიერი ადამიანი, რომ ერთი ადგილი არ დათმოთ, ამისთვის გიღირთ, რომ უბრალოდ ივაჭროთ სულებით,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომა ერთი თვის ფარგლებში გაიმართება
შემდეგი სტატია“ქართულმა ოცნებამ” არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს წარმოუდგენლად მაღალი ავტორიტეტი ბაქოსთან?” – ნიკა მელია