“სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, დაკეტილი სივრცის ეშინია, იცის ეს კარგად, რომ ეგრევე შეიყვანენ”- ივანიშვილი სააკაშვილზე

„რუსთავი2“ სიცრუის ეტალონია და როგორ შეიძლება მათ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები იყოს ბოლო ვერდიქტი, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კითხვას მიხელ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები იქნება საბოლოო ვერდიქტი.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს საკუთარი გუნდის გამაგრებას, რომ არ ჩამოეშალოს.

„რუსთავი 2“ რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის, ჭეშმარიტების ეტალონი. სიცრუის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად და მათგან გაკეთებული ეგზიტპოლი როგორი იქნება ბოლო ვერდიქტი. ნუ დაძაბავს მიხეილ სააკაშვილისგან ნახსენები წარღვნა მოსახლეობას. კიდევ ერთხელ მივანიშნებ, რომ საკუთარ გუნდზე აგრძელებს ისევ შემაგრებას, რომ ბოლომდე არ ჩამოეშალოს. მე ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენ, სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს, ეშინია დაკეტილი სივრცის, კარგად იცის, რომ ეგრევე შეიყვანენ. სად ჩამომსვლელია, ადგილ-ადგილ ამას ჰპირდება საკუთარ გუნდს, რომ გაამაგრონ და არ ჩამოიშალონ. რომელი წარღვნით გვემუქრება და რომელი დემოკრატიის აღზევებით. კარგად იციან, რომ არავითარი შანსი არ აქვთ. უნდათ, რომ როგორმე გუნდი გაამაგრონ. არაფრის თავი არ აქვთ ამ საცოდავებს. ეგეც გაუბედურებული ზის იქ და ვერ ახერხებს საკუთარ სახელმწიფოში ჩამოსვლას, კანონდებლობის დაცვას”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში დაფუძნდა დემოკრატია და ამას საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებიც ცხადყოფს.

“ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარს ვუსწრებთ ძალიან ბევრი დემოკრატიული ღირებულებებით, სადაც არის ჩატარებული კონკურსი და ტენდერები. ნახეთ, რა იყო მათი მმართველობის დროს, როგორი იყო დემოკრატიის ხარისხი და როგორია დღეს. ცისა და მიწის შედარებაა, იმხელაა სხვაობა. ახლა ეს კაცი რომ დემოკრატიულობაზე იმუქრება, ეგ სულ არ აინტერესებს მაგას. სააკაშვილის მეუღლემაც თქვა – ჩემი ქმარი ისეთი კაცი იყო, მაგის უნდა ეშინოდეს ხალხს, მაგრამ ახლა ნუღარ გეშინიათ, თვალებში ჩავხედეო. იმდენი ცინიზმი მოდის მაგათგან, უსუსურობისაა ეს ყველაფერი. მე მოსახლეობას მოვუწოდებდი, რომ მხოლოდ კამერებით, დღეს ყველა ტელეფონს კამერა აქვს, ნებისმიერი პატარა ექსცესი, რაც შეიძლება მათ მოახერხონ, გადავიღოთ, დავაფიქსიროთ. ხელისუფლების მხრიდან არანაირი ექსცესები არ იგეგმება. პროვოკაციებს ველოდებით, მაგრამ თუ იქნება, ეს იქნება, ძალიან მცირე მასშტაბის და ეს რეალურად ვერაფერზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა კარგი იქნებოდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლებდი და მივმართავდი მოსახლოებას, ნებისმიერ მომენტში, ყველა ტელეფონით არის დღეს შეიარაღებული, ნებისმიერი პრობლემა და პროცესი გადაიღეთ, რათა რეალური მიზეზების გაანალიზება მოხდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა…” – რას აპირებს შს მინისტრი?!
შემდეგი სტატია“იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები”