სად არის ვაქცინა – მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს მდუმარე აქცია გაიმართება

სად არის ვაქცინა – ამ ლოზუნგით გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ცენტრის ხელმძღვანელი დღეს, 3 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქციას გამართავს. აქციას მოქალაქეებიც შეუერთდებიან და ხელისუფლების უმოქმედობას გააპროტესტებენ.

“აქცია არის არა პარტიული, არა ვინმეს კუთვნილება, არამედ ადამიანების, როგორც თუნდაც ერთი მოქალაქის წუხილი და კითხვა მთავრობას. ხალხის კითხვა დაისმება, ოღონდ უჩუმრად, არავინ ხმას არ ამოიღებს, და კითხვა იქნება სად არის ვაქცინა, ვეცდებით გავარკვიოთ სად არის ვაქცინა და რა არის ვაქცინის ნაცვლად საქართველოში”, – ამბობს გიორგი ჩალაძე.

ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას თებერვლის ბოლოს დაიწყებდა, თუმცა ვაქცინა ქვეყნაში ვერ შემოიტანეს. ხელისუფლება ამ დრომდე ვადასაც ვერ ასახელებს, როდის დაიწყება რისკ-ჯგუფების აცრა საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა