“თავის დროზე, როდესაც გამოძიება დაიწყეს, ე.წ. ფორმა N1 შეავსეს, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი. გამოძიების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცლებულა, ესეიგი მიმდინარეობს, მაშინ სად არის პროკურატურის პოზიცია?”- ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.








