სად არის ივანიშვილი?! – სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება

“ქართული ოცნების” წევრი ეკა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და ქმართან, ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოს FACEBOOK-ზე განთავსების თარიღი ემთხვევა გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების უმაღლესმა სააპელაციო ორგანომ – ლონდონის სასამართლოს Privy Council-ის გადაწყვეტილებას.

ფოტო სავარაუდოდ, სასტუმრო “პარაგრაფ თაბორშია” გადაღებული.

Privy Council-მა ძალაში დატოვა ბერმუდის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის გადახდა ეკისრება.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ბათუში – ადგილობრივები სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: “დღისით, მზისით, ივანიშვილს ავაზაკურად არეკეტებდნენ”