სამოქალაქო აქტივისტი, ლაზარე გრიგორიდისი სავარაუდოდ, ზაჰესის წიანსწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ამის შესახებ “პირველებს” ლაზარეს ბაბუა გია კალნდაძე ეუბნება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროდან დარეკეს, როგორც ხდება ხოლმე – დაკავებულიაო. მერე შეკითხვები რომ დავუსვი, პასუხი იყო არვიცით. სავარაუდოდ, ზაჰესში გადავიყვანთო გუშინ საღამოს რომ დამირეკეს. დაკავების მიზეზად მითხრეს ჩხუბი მოუვიდაო, სად ეგ არვიცი”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა.
ლაზარე გრიგორიდისი გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას ბორკილები ბარის თანამშრომლების მიმართ მუქარის შემდეგ დაადეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.


















