საცობი რომ არ შეიქმნას ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ: ოხანაშვილმა ოპოზიციას მიმართა

“სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო”, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას, რომელმაც პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა დატოვა, სადაც უზენაეს სასამართლოში დასანიშნ 9 კადიდატზე მსჯელობდნენ.

როგორც “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვიმა თქვა, პროცესს არ ენდობა და ამის გამო კომიტეტის სხდომას კოლეგებთან ერთად დატოვებს. რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ აინტერესებს პარლამენტსაც ტოვებს თუ მხოლოდ კომიტეტს:

“ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ? საცობი რომ არ შეიქმნას ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. მიმოიხედეთ წინ და გვერდით ვინ, ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ… სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო. ვისაც უნდა გასვლა, შეუძლია დატოვოს [საკომიტეტო დარბაზი] – თქვა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი: ჩემთვის მთავარი ამოცანაა არჩევნები აღარ გახდეს საზოგადოების გახლეჩის საფუძველი
შემდეგი სტატიაNCDC: ვაქცინასთან მოხსენიებული „დანაკარგი“ არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია