საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 217 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს მასშტაბით, 217 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ბინების დაკანონების გადაწყვეტილება „დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის განმხილველმა კომისიამ“ მიიღო. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს.

კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება და შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.

დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“არ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური პოლიტიკური ვითარება” – ენმ პარლამენტის 3 რიგგარშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატიასუს-მა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნო