საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ კიდევ 304 დევნილ ოჯახს გადაეცემა

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში კიდევ 304 დევნილ ოჯახს გადაეცემა. როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი წინსაარჩევნო დაპირება შეასრულა. 304 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გადაეცემათ.
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში 2012 წლიდან დღემდე 10 400 დევნილ ოჯახს გადაეცა.
“მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს დევნილთა ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო და გაისად იგი 85 მილიონი ლარი გახდება. ეს თანხა ახალი სახლების მშენებლობას, დევნილთათვის ბინების შეძენას, “სოფლის სახლის” პროგრამას მოხმარდება. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გააქტიურა პროექტი: “დევნილებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონება”, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ 10 თვეში 10 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებდა და ეს პირობა შესრულდა. დღეის მონაცემებით, უძრავი ქონების მესაკუთრე 10 400-ზე მეტი დევნილი ოჯახი გახდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიხსენოს, როგორ და ვის ნიშნავდა მთავარ პროკურორად
შემდეგი სტატია,,ტერორიზმის საფრთხე არ არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული მიგრაციასთან ან ლტოლვილთა ნაკადთან”