საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაკანონების პროცესი გრძელდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს გადასცა.

„ვუერთდები ამ ადამიანების სიხარულს. 3 000-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას განვაგრძობთ. ჯერ კიდევ რჩება ამ მიმართულებით გამოწვევები, თუმცა ყველა ოჯახს ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ჯარიმების გამკაცრებაზე: მე არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც კომპანია, არც ფიზიკური პირი, თავს არ დაიჯარიმებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე გახარიას მიერ ივანიშვილის დებატებში გამოწვევაზე: გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს