საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, მცხეთაში, ხონსა და წყალტუბოში მიიღებენ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში 13 600 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიახალი ბიუჯეტით სუს-ის დაფინანსება 18 მილიონით იზრდება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ნებისმიერი ვარდნა ლარისა პირველ რიგში კომერციულ ბანკებს აზარალებს