საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილ ცეცხლს 52 წლის ქალბატონი ემსხვერპლა

ხანძარი გაგარინის ქუჩაზე – ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილ ცეცხლს 52 წლის ქალბატონი ემსხვერპლა, თუმცა ის ამ ბინაში არ ცხოვრობდა. ირანის მოქალაქე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა, ცეცხლი კი მესამე სართულზე გაჩნდა. ქალბატონი სადარბაზოში გამოვიდა, რის შემდეგაც ის დაკვამლიანებით გარდაიცვალა.

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. თავად ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად გაზის გამათბობელს ასახელებენ.

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზვიად კუპრავა დააკავეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავა