საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

წერეთლის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” ოფისში შეიარაღებული პირის შეჭრის გამო, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

პერიმეტრზე განთავსებულია საპოლიციო ძალები, თვითონ კორპუსი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, მედიას გადაადგილების უფლება არ ეძლევა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბსიში” შეჭრილია ერთი პირი, ხოლო საქმეზე გამოძიება იარაღის უკანონო ტარებისა და ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექვსი არასრულწლოვანისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საკითხზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიამიკროსაფინანსოში შეჭრილ თავდამსხმელს მოთხოვნები პოლიტიკოსებთან აქვს