საჩხერის სასამართლომ ღია სივრცეში პირბადის არტარებისთვის დაწერილი ჯარიმა გააუქმა

ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის გამოწერილი ჯარიმა საჩხერის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ სცნო. “გირჩის” განცხადებით, მოსარჩელე გიორგი ჭიღლაძე იყო, ხოლო მისი წარმომადგენელი ლაშა კაპანაძე.

გადაწყვეტილება მოსამართლე კახა ყიფიანმა მიიღო.

“სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ 18 თებერვლამდე, ვიდრე პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანდა, თვეების განმავლობაში პოლიცია უკანონოდ აჯარიმებდა მოქალაქეებს. შესაბამისად, 18 თებერვლამდე დაწერილი ყველა ჯარიმა ავტომატურად გასაუქმებელია!” – წერს გირჩი- მეტი თავისუფლება.

ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით, პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. პირბადის ტარება სავალდებულო ღია და დახურულ სივრცეებში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებშია.

banner
წინა სტატიაშიმახარობლიშვილი – რუსეთის ფედერაცია ცდილობს, მოახდინოს საქართვლოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია
შემდეგი სტატიაგუგავა – ევროპა განსაკუთრებულ ყურადღებას გვითმობს