საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. ადგილზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ბაზაზე ერთ- ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირება „რუსთავის კლასტერს“ უკავშირდება .

კარანტინში რჩება ის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან. რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადებიდ ბაზაზე მყოფ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიქვემო სამგორში ახალი სკვერი მოეწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა