საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ანალიზებს, სავარაუდოდ, დღეს აუღებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკას დატოვებენ.

ამ დროისთვის ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გადის მკურნალობას. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის წინ გაეწერა. კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტი ყავთ, მათ ანალიზებს დღეს აუღებენ. საჩხერეში, კარანტინში, 55 მოქალაქეა მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშითიბისელების ჩართულობით, რეგიონებში 100 უფროსკლასელი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ლეპტოპებს მიიღებს
შემდეგი სტატიააქცია მარნეულში, ხალხი მერიას დახმარებას სთხოვს