14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში კვლავ 41 მოქალაქე იმყოფება.

დირექტორის თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ რაიმე საეჭვო სიმპტომები არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია კლინიკაში მყოფი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ისინი კვლავ ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული და განაგრძობენ საჭირო მკურნალობას.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს სანატორიუმში კარანტინში 84 ადამიანი იმყოფება
შემდეგი სტატიადე ფაქტო მთავრობის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილს გადაადგილება არ შეეზღუდა