საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

news
ავტ.: news აპრილი 1, 2020 10:23

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.

ქამუშაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და უკვე საშუალო სიმძიმედ არ ითვლება იმ ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით სულ ოთხი პაციენტი იყო მოთავსებული, მათგან ორი უკვე გამოჯანმრთელებულია.

news
ავტ.: news აპრილი 1, 2020 10:23