საჩხერის სამედიცინო ცენტრში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთან შეხებაში მყოფ 11 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ და ყველა იმ სავარაუდო კონტაქტს ადგენენ, რომელთანაც პირველ ინფიცირებულს, შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა.

რაც შეეხება ზოგადად იმერეთის რეგიონს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

იმერეთის ლაბორატორიაში 157 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

banner
წინა სტატიაშიანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების რიცხვი 92-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი დატოვებს