საჩხერის სამედიცინო ცენტრის 4 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 4 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოში საეჭვო პაციენტი არ ჰყავთ. ახლა კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 1 პაციენტი მკურნალობს. ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და შესაძლოა რამდენიმე დღეში კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.

ამ დრომდე სამედიცინო ცენტრში ექვსმა პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომავალი კვირიდან საბითუმო ბაზარი გაიხსნება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ ერთი კომპანიისათვის ექსკლუზიური უფლების მიცემა პროდუქციის შესყიდვაზე, არის უგუნურობა