საჩხერის საკარანტინო სივრციდან 11 მოქალაქე თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა

საჩხერის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 40 მოქალაქიდან საკუთარ სახლებში თვითიზოლაციის რეჟიმში დღეს დილით 11 მოქალაქე გადავიდა.

საჩხერის კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, კარანტინში დარჩენილი 29-ვე მოქალაქე თავს კარგად გრძნობს.

მისივე ინფორმაციით, სიმპტომების და გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მკურნალობა.

ამასთან, კლინიკამ ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღო იმ ორი პაციენტის სინჯებზე, რომლებიც სამედიცინო ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყვნენ შეყვანილი.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე იუბილარია
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურში 11 პაციენტიდან ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა