საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა კარანტინი დაასრულეს

საჩხერის სასტუმრო ორი კვირის განმავლობაში კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა დატოვეს. სასტუმროში ჩინეთიდან გადმოყვანილი 34 მოქალაქიდან 23 იმყოფებოდა. მათი ნაწილი საკუთარ ბინაზე, თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის წინ ეტაპობრივად გაეწერა.

სასტუმროს დირექტორის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

მოქალაების სახლებში დასაბრუნდებლად ტრანსპორტირება სასტუმრომ უზრუნველყო.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლოს ცენტრი ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება კორონავირუსის წინააღმდეგ.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიახელისუფლებამ უნდა იფიქროს ოპოზიციის შეთავაზებაზე, რომელიც 130/20-ს გულისხმობს