საჩხერის საკარანტინო სივრცეში არც ერთი პირი აღარ იმყოფება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა მათ კლინიკაში ახალი პაციენტი არ შესულა.

როგორც კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, კლინიკას არ ჰყავს არც კოვიდინფიცირებული პაციენტები.

„საჩხერის საკარანტინო სივრცეში არცერთი პირი აღარ არის. რამდენიმე დღეა საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელებით არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ, კლინიკას არც კოვიდინფიცირებული პაციენტები ჰყავს“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

სტაციონარის მედპერსონალმა „კოვიდ-19“-სგან შვიდი პაციენტი გამოაჯანმრთელა

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 88 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა