საჩხერის საკარანტინო სივრცეში 41 მოქალაქე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კი სამი ინფიცირებული რჩება

საჩხერის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 41 მოქალაქეა. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება კლინიკას, ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება სამი პაციენტი, რომელთაც დადასტურებული აქვთ ახალი კორონავირუსი.

​საჩხერის კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის მათ არ აქვთ მაღალი ტემპერატურა.

კლინიკაში ამ დროისთვის არც ერთი საეჭვო პაციენტი არ ჰყავთ და შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხებს არ ელოდებიან.

banner
წინა სტატიაში14 დღიანი სავალდებულო საკარანტინო რეჟიმი – გერმანიიდან, საფრანგეთიდან,ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველ პაციენტი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა