საჩხერის მერის მეუღლის გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება

ერთ-ერთი ინფექციონისტისთვის კორონავირუსის დადასტურების გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება, – ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პროტოკოლის მიხედვით, მედპერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. მანამდე კი, უსაფრხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიკოსები კლინიკას არ დატოვებენ. ქამუშაძის თქმით, შესწავლილია ყველა კონტაქტი. ასევე, ლაბორატორიაში გადაგზავნილია ინფექციონისტის ოჯახის წევრების ნიმუშები.

ინფექციონისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა.

banner
წინა სტატიაში“ენმ” მზადაა უფასო ავიარეისის შესრულებისთვის საჭირო თანხა საქართველოს მთავრობას ჩაურიცხოს
შემდეგი სტატია“ჯიპიაი ჰოლდინგი” ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს