საჩხერის კლინიკაში კორონავირუსისგან ექიმი განიკურნა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამავე კლინიკის განკურნებული ინფექციონისტი, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა. ის საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

ქალბატონი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის მეუღლეა. ეს რიგით მეექვსე პაციენტია , რომელიც საჩხერის კლინიკაში გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საავადმყოფოში დადასტურებული Covid- 19-ით ერთი პაციენტი რჩება. ახალგზრდა მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს და საქართველოში კონტაქტები არ აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ძალებმა ქვეყნის მასშტაბით კონტროლის პუნქტებზე თერმოსკრინინგი 962 955 მოქალაქეს ჩაუტარეს
შემდეგი სტატიარესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ყველა მათგანის ეპიდანამნეზი ცნობილია