25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

საჩხერეში, თევზაობის დროს მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

საჩხერეში, თევზაობის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

ადგილობრივების ცნობით, თევზაობისას ანკესი ელექტროკაბელს გამოედო, რამაც დენის დარტყმა გამოიწვია.

31 წლის მამაკაცი საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანე, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატია“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ზუგდიდში ბენზინმზიდის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია