საჭიროების შემთხვევაში გვექნება რეაგირება

მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი მიმდინარე პრიოცესს თვალ-ყურს ადევნებს და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებასაც მოახდენს:

“განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს რა თქმა უნდა ეს საკითხი და შესაბამისად ბუნებრივია პარლამენტის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს ყველა ეს პროცესი და მონიტორინგი ჩვენი მხრიდან ხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში გვექნება რეაგირება, თუმცა რაც შეეხება მოსმენებს, ამ კუთხით მე პარალელების გავლებას ბუნებრივია მოვერიდებოდი. ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით და 2012 წლამდე და რამდენად შეიცვალა მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ.” განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიმესიჯებით იკვეთება, რომ ადგილი აქვს ძალიან იაფფასიან პროვოკაციას
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის განცხადება გამყოფ ხაზზე დაკავებულებთან დაკავშირებით