3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა”- სად და როგორ იმოძრავებს ავტოტრანსპორტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს საავტომობილო გზის 281-ე კმ-ზე, (სენაკი-ქვალონის გადასარბენის მე-5 კმ. პკ2-ში) მდებარე ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე, ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის შეკეთებისა და სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება. რის გამოც, 2026 წლის 18 თებერვალს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზებზე”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
banner
წინა სტატიაშივარო კვარცხელია: არასოდეს ჩაიწვება თქვენი სანთლები-იმ მარადიულობაში, უფლის ნათელში ილივლივებთ, შვილებო
შემდეგი სტატია“საქართველოს ხელისუფლება აღარ არის ვაშინგტონისთვის სანდო პარტნიორი”-იან კელი