საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ – ლაიენი

საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი ათენში ჩავიდა, სადაც ის ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია იქნება.

„მიხარია ათენში რომ ვარ, რათა განვიხილოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორების ევროპული პერსპექტივა. ჩვენ გავაგრძელებთ ბარიერების მოხნას ჩვენს რეგიონებს შორის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიეტყობა, სააკაშვილს პარტიულმა ადამიანებმა იმედები ვერ გაუმართლეს და ახლა სოფო ჯაფარიძეს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება, კომიკური სიტუაციაა და შედეგის მომტანი არ იქნება – ცაგარეიშვილი
შემდეგი სტატიაკალისტრატე სამუშიამ  გადაარჩინა  და საქართველოს დაუტოვა ფოლკლორის უნიკალური მარგალიტები