“საჭიროა, დაველოდოთ გამოძიებას”- ეკა ბესელია კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ფაქტი სამწუხაროა.

ეკა ბესელიამ ინციდენტის დროს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, სამწუხარო ფაქტია, გარდაიცვალა ადამიანი. რაც მოხდა ყველაფერი ემოციურად მძიმეა, მეორე მხრივ საჭიროა, სიფრთხილე და თავშეკავება, რომ ვაცადოთ გამოძიებას, რადგან ის მიმდინარეობს რეალურად. ვნახოთ ობიექტური გამოძიების შედეგები. საჭიროა, დაველოდოთ გამოძიებას. ყველაფერი რაც წინ უძღოდა ამ მომხდარ ფაქტს შესასწავლია. დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი არათუ არ შეუშლის ხელს, არამედ ყველაფერი გაკეთდება კომისიისთვის, რომ გამოძიებამ რეალური შედეგი ძალიან სწრაფად მიიღოს. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საჭიროა სიფრთხილე და თავშეკავება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის აპარატმა კრწანისის ინციდენტის შესწავლა დაიწყო
შემდეგი სტატია„გირჩი“: რაღაც მომენტში გვიმტყუნა თავდაჯერების გრძნობამ, ვერ გავბედეთ სისტემის გარეთ დამოუკიდებლად მოქმედება