საბურთალოს ზოგიერთ ქუჩაზე გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება

500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

საბურთალოს რაიონის ზოგიერთ ქუჩაზე გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება. როგორც “თაიმერს” კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისიდან” აცნობეს , საბურთალოს რაიონში, საბურთალოს ქუჩა 47-თან გამავალ მიწისქვეშა დ-300 მმ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, საბურთალოს, ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩის 6, 9, 11, 13, 14, 15, 16 კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (4500-მდე აბონენტი) გვიან ღამით გაზმომარაგება შეუწყდა.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულებულია და გაზმომარაგების აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიტუნისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი – მზად ვართ მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის