საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრილი 2 პირიდან ერთი პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს

საბურთალოს სასაფლაოსთან დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება.
კურიერისთვის ცნობილი გახდა დაზარალებულების კრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები. ორივეს სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ აქვს დატოვებული. თორნიკე ითაშვილი წარსულში პატრულ ინსპექტორის გიორგი ჩალაძის მკვლელობისთვის იხდიდა საჯელს,მან სასჯელარსრულების დაწესებულებაში 9 წელი გაატარა და ციხიდან სექტემბრის თვეში გამოვიდა. მეორე დაჭრილი, გვარად ჯორჯაძე კი სასჯელს ჯგუფური ყაჩაღობისთვის იხდიდა.

უკავშირდება თუ არა დღეს მომხდარი თავდასხმა აღნიშნულ ფაქტებს ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშიაიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია
შემდეგი სტატიათბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა