საბურთალოს რაიონში, ე.წ. წიგნების ბაღში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ე.წ. წიგნების ბაღში, USAID საბაზისო განათლების პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიებაზე საბავშვო მწერლებმა ლელა ცუცქირიძემ, ირმა მალაციძემ და გიორგი ჭაუჭიძემ საბურთალოს რაიონში მდებარე რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს მოთხრობები წაუკითხეს და წაკითხულის შესახებ იმსჯელეს. ამასთან, მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა ჩაატარეს წიგნის კითხვის აქტივობები, როლური თამაშები, რაც მოიცავდა სხვადასხვა პერსონაჟის წარმოდგენას და მსჯელობას ტექსტების შესახებ.

აღნიშნულ ბაღში ბავშვებმა მოიტანეს წიგნები, რომლებიც „წიგნის ბუდეებში“ დატოვეს და რაც მოეწონათ, წასაკითხად წაიღეს. ღონისძიებაზე ბავშვებმა წიგნის გმირების ნახატებიც გამოფინეს. აგრეთვე, სტენდზე მიმაგრებული იყო ბარათები მშობლებისთვის – როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა.

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის, გარდაცვალების გამო; ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ თანამოქალაქეთადმი გვერდში დგომით იცნობდნენ
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა , თბილისში მცხოვრები აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ საქმე ღალატის მუხლით აღძრა