საბურთალოს სასაფლაოსთან სროლის ფაქტზე საქმე აღიძრა

საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარი სროლის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქმე ეხება იარაღის უკანონო მოხმარებას (236-ე მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას (118-ე მუხლი).

შეგახსენებთ სროლა დღის პირველი საათისთვის მოხდა. შედეგად შს სამინისტროს ცნობით მსუბუქად დაიჭრა ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშითბილისში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა
შემდეგი სტატიადეიმონ ვილსონი: არ მგონია ვინმეს ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება