14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

ის პროკურატურაში ჩვენებას ამ წუთებში აძლევს.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს