საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდი იურიდიულ კომიტეტში – გედევან ფოფხაძე ვანო ზარდიაშვილს აკრიტიკებს

“საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდი იურიდიულ კომიტეტში,“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ყოფილი თანაგუნდელის, ვანო ზარდიაშვილის მისამართით გააკეთა.

„ქართული ოცნების“ წევრებს და ყოფილ თანაგუნდელებს შორის კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა. გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილი გააკრიტიკა და დებატებში გამოიწვია.

„იცი, რას გეტყვი მართლა? დავჯდეთ დებატებზე და ყველაფერს გეტყვი პირში. შენი ჭკუის სასწავლებელი არაფერი არ მჭირს ვანო, რა. მე რა უნდა გამეკეთებინა, რაც მივქარე და არ გავაკეთე, იმას გავაკეთებ, გპირდები. შენ პირადად რაც გაქვს გაკეთებული, ყველაფერს წარმოვადგენ. საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდი იმ იურიდიულ კომიტეტში,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ 6 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისა და შერჩევის წესს ეხება.

banner
წინა სტატიაში„მარტივი ჭეშმარიტება ფორმულაში ჯდება მაშინაც კი, როცა სიტყვა „ნაციონალს“ დაამატებ”
შემდეგი სტატიაქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება