საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ხაზარაძეს არანაირი წერილი არ აქვს, რაზეც გახარიას თითის ანაბეჭდი იქნება

სადავო წერილის შესაძლო არსებობასთან და მის შინაარსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოხმაურება და აქტიური მსჯელობა ამ დრომდე არ წყდება.
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ხაზარაძეს არანაირი წერილი არ აქვს, რაზეც გახარიას თითის ანაბეჭდი იქნება, – ამის შესახებ ერთ-ერთი აქტიური ფეისბუქმომხმარებელი, მალხაზ ძიძიგური სოციალურ ქსელში წერს.
„ –შუამავალს სიტყვიერად ვერ დააბარებდა?
–თუ შუამავლის მოძებნა გაუჭირდებოდა მინისტრს?
–თანაც, ყველაზე ჭკვიანს, მოხერხებულსა და ინტრიგებში გამობრძმედილ მეგრელს?
–ეს, ხომ, დაუჯერებელია?
–ბანკირი და მისი ადვოკატი რომ ვარაუდებზე აგებენ ამ წერილის არსებობას და ამას ჩვენც გვთავაზობენ, სწორედ, ამან დამარწმუნა, რომ გახარიას არანაირი წერილი არ მიუწერია.
–შეთვლით, შეიძლება, შეუთვალა, მხოლოდ მაშინ, როცა ისე მყარად გამოიჭირა, როგორც ხაფანგმა თაგვი.
–მე მგონი, ჩაისვარა ხაზარაძემ,“ – წერს მალხაზ ძიძიგური

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი „ოცნებას“ ორ თვეში დაშლის? – რას ამბობენ კულუარებში
შემდეგი სტატიალინას ლინკევიჩუსი სალომე ზურაბიშვილის ლეიტუვაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ეხმაურება