“საბოლოო მიზანი მკაფიოდ გაცხადებულია – ეს არის ევროკავშირში წევრობა” – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” მიმდინარეობს. ღონისძიებაში სხვა უცხოელ მაღალჩინოსნებთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მონაწილეობს. საუბრის თემაა აღმოსავლეთ პარტიორობის 10 წლის იუბილეა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საბოლოო მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა.

„საქართველო, რომელიც ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, როგორც წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანება, სხვადასხვა ფორმატის დაფუძნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იქნა შემოღებული, უსაფრთხოების დიალოგი, სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. ჩვენ გვაქს ხედვა, საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ ფუნქციურად ქვეყანა საბოლოო მიზნისთვის, საბოლოო მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული – ეს არის ევროკავშირში წევრობა,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშითორნიკე შარაშენიძე : „კრიზისის გადაგორება ჩაეთვლება ისევ გახარიას, რომელიც ერთადერთია, რომელიც ჩანს და ამბობს, რომ მე ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას- ეს მას აძლიერებს“
შემდეგი სტატიარა ბედი ეწია 50 ავტობუსს, რომელიც თბილისში უნდა შემოეყბანათ – ოპოზიცია პასუხისმგებლობას სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს აკისრებს