“საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც ნეგატიურად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და დააზიანა საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ”- ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

“ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც ნეგატიურად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და დააზიანა საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ”, – ამის შესახებ ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ განაცხადა.

მისიის ხელმძღვანელის განცხადება OSCE/ODIHR-ის საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო ანგარიშშია მოყვანილი.

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს. არჩევნები ჩატარდა ახლად მიღებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების და ამომრჩევლებზე ზეწოლის სერიოზული შეშფოთებების ფონზე, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას. არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას, ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები არასაკმარისად განიხილებოდა, რაც ზღუდავდა სამართლებრივ საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა და მრავალი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის კუთხით.

“ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღნიშნული მრავალი საკითხი უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და შეამცირა საზოგადოებრივი ნდობა პროცესის მიმართ”, – განაცხადა ეოგან მერფიმ, ODIHR-ის 2024 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში. “საქართველოს დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოაგვაროს ყველა პრობლემა”.

მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმარის საფუძველს, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო დროს ხშირი ცვლილებები უკუსვლას წარმოადგენს, რაც იწვევს შეშფოთებას მათი პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების შესახებ, და კვლავ აღნიშნავს ODIHR-ის ხანგრძლივ რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვის ჩატარების შესახებ”, – წერია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიპაპუნა ჯანელიძე: მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: “კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს”